ზუგდიდის საავადმყოფოში ექვსი წლის ბავშვი მედდის დაუდევრობით C ჰეპატიტით დაინფიცირდა

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ექვსი წლის ბავშვი მედდის დაუდევრობით C ჰეპატიტით დაინფიცირდა.
რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას ინფორმაციით, გაირკვა, რომ პაციენტის დაინფიცირება მედდის მეშვეობით მოხდა.
მისი თქმით, მედდა C ჰეპატიტით იყო ინფიცირებული.
მას ნემსი თითზე მოხვდა და ამავე ნემსით გაუკეთა მოზარდს ინექცია.
სულხან ორჟონიას ინფორმაციით, მედდა სამსახურიდან გაანთავისუფლეს.
რაც შეეხება ინფიცირებულ მოზარდს, მის მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებს ჰოსპიტალი საკუთარ თავზე იღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები