ბორჯომის ტყის აღდგენა იწყება – წლის ბოლომდე 17 500 კავკასიური ფიჭვი დაირგვება

„თი-ბი-სი“ ბანკის ინიციატივით, 2017 წლის აგვისტოში ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად დაზიანებული ტყის აღდგენითი სამუშაოები იწყება.
ტყის აღდგენის სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, 13 სექტემბერს, 12:00 საათზე „თი-ბი-სი“ ბანკსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდება.
თანამშრომლობის ფარგლებში, „თი-ბი-სი“ ბანკი 2017 წელს ბორჯომში გაჩენილი ხანძრის შედეგად გადამწვარი ტყის 10 ჰექტარს სრულად აღადგენს. ტერიტორიაზე 2018 წლის ბოლომდე 17 500 კავკასიური ფიჭვი დაირგვება.

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები