მამაკაცი, რომელმაც სტამბოლში მძევლად შეყვარებული ქალი აიყვანა, პოლიციას ჩაბარდა

მამაკაცი, რომელმაც სტამბოლის ერთ-ერთ სკოლაში ცივი იარაღის მუქარით ქალი ტყვედ აიყვანა, პოლიციას ჩაბარდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ტელე-არხი NTV ავრცელებს.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მამაკაცი პოლიციაშია გადაყვანილი.
მძევლად აყვანილი გოგონა, 22 წლის სკოლის მასწავლებელია, დამნაშვე კი, როგორც ირკვევა, მისი საქმროა. როგორც ცნობილია, მათ წინა დღეს იკამათეს, მეორე დღეს კი მამაკაცი სკოლაში სალაპარაკოდ მივიდა. გოგონამ საუბარზე უარი უთხრა, რის შემდეგაც, მამაკაცმა მასწავლებელი მძევლად აიყვანა და სკოლის საპირფარეშოში ჩაიკეტა. თუმცა, მოგვიანებით, პოლიციელებს თავად ჩაბარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები