აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ, 570 ათასი ჰექტარია დამუშავებული

დასავლეთ საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მორიგი ეტაპი მიმდინარეობს. სამეგრელოს, იმერეთის, გურიის რეგიონებსა და აჭარაში, თერმული ნისლის ტექნოლოგიით და ცივი შესხურებით, 570 ათასი ჰექტარი ფართობია დამუშავებული.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოდან დღემდე დამონტაჟებულია 50 ათასამდე ფერომონი „მოიზიდე და გაანადგურე” მეთოდის გამოყენების მიზნით.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის წევრები მოსახლეობასთან და ადგილობრივი თვითთმართველი ერთეულების წარმომადგენლებთან ყოველდღიურ რეჟიმში მართავენ შეხვედრებს, სადაც მათ მიეწოდებათ ინფორმაცია მოსახლეობის ჩართულობის აუცილებლობასა და იმ მეთოდებზე, რომლებიც აპრობირებულია სხვა ქვეყნებში და ეფექტიანად მიიჩნევა მავნებელთან ბრძოლის პროცესში.
„პრაქტიკული მაგალითების ჩვენების მიზნით, სპეციალისტების მიერ მონტაჟდება „მოიზიდე და გაანადგურე” სადგურის მარტივი კონსტრუქცია, ფერომონის, ბადის,სანათის გამოყენებით. ღამის საათებში შუქზე და ფერომონზე მიზიდული მავნებელი პრეპარატით გაჟღენთილ ბადესთან შეხების შემდეგ ნადგურდება. მავნებლის ბიოლოგიიდან გამომდინარე, ტემპერატურის კლებასთან ერთად მწერი გამოსაზამთრებლად ინაცვლებს საცხოვრებელ სახლებსა და დახურულ შენობებში. ბრძოლის ამ ეტაპზე მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების რეკომენდაციებით, მსგავსი მექანიკური ღონისძიებების ჩატარებით შესაძლებელია მავნებლის შემცირება“,- აცხადებენ სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები