ჰოკაიდოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა

იაპონიაში, ჰოკაიდოში წინა კვირას მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა, – აღნიშნულის შესახებ, იაპონიის მთავრობის გენერალურმა მდივანმა, იოსიხიდე სუგამ, ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს, ღამით, ჰოკაიდოში 6,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. პირველადი ინფორმაციით, მსხვერპლის რიცხვი 16, დაშავებულების კი – 300-მდე ადამიანი იყო. 26 ადამიანი დაკარგულად ითვლებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები