ისრაელი პალესტინელებს ცეცხლმოკიდებული საჰაერო ბურთების გამო, თავს დაესხა
ისრაელის სამხედროები ღაზას სექტორში პალესტინელების ჯგუფს დაესხნენ თავს, რადგან პალესტინელებმა საზღვარზე ცეცხლმოკიდებული საჰაერო ბურთები გაუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოფიციალური ამერიკა ავრცელებს.
ადგილობრივი მედია კი თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანის გარდაცვალების შესახებ იტყობინება.
“ტერორისტული დაჯგუფება შემჩნეულ იქნა ცეცხლმოკიდებული საჰაერო ბურთების ღაზას სექტორიდან ისრაელის საზღვარზე გადმოსროლაში. საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის არმიის საფრენმა აპარატმა მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.