ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთში მიწისძვრა მოხდა
ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთში, 06:23 საათზე, 5,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მომხდარის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური იტყობინება. მიწისძვრის ეპიცენტრი სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქალაქ ბამიდან 126 კილომეტრის დაშორებით დაფიქსირდა.
ინფორმაცია მსხვერპლსა და ნგრევაზე არ ფიქსირდება.