იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლი 16-მდე გაიზარდა

იაპონიაში, ჰოკაიდოს კუნძულზე, მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას Аssociated Press-ი ადგილობრივ მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მაშველები მოქალაქეების ძებნას განაგრძობენ, რომლებიც სავარაუდოდ, ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი. ძებნისთვის ძაღლებსა და ესკალატორებს იყენებენ.
ამ დროისთვის, დასახლებულ პუნქტ აცუმაში 26 ადამიანი დაკარგულად ითვლება.
შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს, ღამით, ჰოკაიდოში 6,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. პირველადი ინფორმაციით, მსხვერპლის რიცხვი 10, დაშავებულების კი 300-მდე ადამიანი იყო. 30 ადამიანი დაკარგულად ითვლებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები