დალასში, ტელესტუდია FOX 4 News-ის შენობაში “პიკაპი” შევარდა

ამერიკის ქალაქ დალასში, “პიკაპის” მძღოლი ტელესტუდია FOX 4 News-ის შენობაში განზრახ შევარდა.
პერსონალის უმრავლესობა შენობიდან​ ევაკუირებულ იქნა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია Fox News-ის თანამშრომელზე დაყრდნობით ვრცელდება.
“საზარელი რამ მოხდა ამ დილით, როდესაც მამაკაცი საკუთარი ავტომობილით ჩვენს შენობაში შემოვარდა”, – წერს Twitter-ზე ტელესტუდიის თანამშრომელი შენონ მარრეი.
ტელეარხის მონაცემებით, ინციდენტი ადგილობრივი დროით 7:00 საათზე მოხდა.
მამაკაცი პიკაპით შენობაში შევარდა, რის შემდეგაც მანქანიდან გადმოვიდა და ხმამაღალი ჩხუბი დაიწყო.
პოლიციამ დამნაშავე უკვე დააკავა, მაგრამ მამაკაცმა შემთხვევის ადგილას საეჭვო შავი ჩანთა დატოვა. ამ დროისთვის, სპეციალისტები ამოწმებენ, ხომ არ არის ჩანთაში მოთავსებული ასაფეთქებელი მოწყობილობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები