ტაიფუნ “ჯების” მსხვერპლთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა (ფოტო,ვიდეო)
იაპონიაში ტაიფუნ “ჯების” მსხვერპლთა რიცხვი 11 უკვე გახდა, კიდევ 610-მა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. ასეთ მონაცემებს ამ დროისთვის China Plus News-ი ავრცელებს. ყველაზე დიდი ზიანი ოსაკას, კიოტოსა და ჰეოგოს რაიონებში დაფიქსირდა, სადაც მასშტაბური დატბორვა და ელექტროხაზების ჩამოწყევეტა დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ მეტეოროლოგების შეფასებით, ტაიფუნი “ჯები” 25 წლის მანძილზე, ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა.