აშშ იდლიბში განლაგებული ტერორისტების შესახებ, რუსეთის შეშფოთებას იზიარებს
აშშ იზიარებს რუსეთის შეშფოთებას, იდლიბში ტერორისტული ძალების განლაგების შესახებ და მზადაა, ითანამშრომლოს ამ საკითხთან დაკავშირებით. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
“მართალია, რომ იდლიბში არიან ტერორისტები. ჩვენ ვიზიარებთ რუსეთის შეშფოთებას და აბსოლუტურად ვეთანხმებით, რომ ეს საკითხი უნდა მოგვარდეს, რათა აღარ გაგრძელდეს მთელ მსოფლიოში ტერორიზმის ექსპორტი”,- განაცხადა პომპეომ.