ერდოღანი: რუსულ-თურქული ურთიერთობა იდლიბთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანია
ერდოღანის თქმით, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა შესაძლო ომიანობის დროს სირიაში ძალიან მნიშვნელოვანია.
“თუკი იდლიბში რაკეტები გაფრინდება, ბევრი ადამიანი დაიღუპება და პირველი ადგილი, სადაც ხალხი ჰუმანიტარული კატასტროფის შედეგად გაიქცევა, ეს იქნება თურქეთი. ჩვენ შეგვიძლია, ეს პროცესი მოლაპარაკებების დახმარებით შევაჩეროთ. რუსეთისა და თურქეთის თანამშრომლობა ამ დროისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია”,- განუცხადა ერდოღანმა თურქ ჟურნალისტებს.
მან იმედი გამოთქვა, რომ 7 სექტემბერს დაგეგმილი სამიტი თეირანში შედეგიანი იქნება.
“ჩვენ შევძლებთ, მივაღწიოთ შედეგებს არაპროპორციული მოქმედებების აღმოფხვრის მიზნით”, – აცხადებს ერდოღანი.
ამ დროისთვის, იდლიბის პროვინცია სიირის მთავრობის მიერ თითქმის არ კონტროლდება. ადგილზე განლაგებულია ოპოზიციის შეიარაღებული ძალები, ასევე, ტერორისტული დაჯგუფებები, რომლებიც სირიის ჯარებს პერიოდულად ესხმიან თავს.