მაღაზია “დიოგენე“ 3 წლის იუბილეს აღნიშნავს

16 მაისს, 19 საათზე, წიგნის მაღაზია ,,დიოგენეს“ 3 წლის იუბილე აღინიშნება. იუბილეზე ქართველი მწერლები და პოეტები იქნებიან მიწვეულნი. იუბილეზე სამი საუკეთესო ბესტსელერი წიგნი დასახელდება. მოსული სტუმრებისთვის ლოტოტრონით სპეციალური პრიზები გათამაშდება, სტუმრებს შეხვდნენ მთარგმნელები და ,,დიოგენეს“ წიგნებზე 25%-იანი ფასდაკლება მოეწყობა. მაღაზია წიგნის მოყვარულებს სიურპრიზებს სთავაზობს.
შეგახსენებთ, რომ წიგნის მაღაზია ,,დიოგენე“ 2011 წლის მაისში გაიხსნა, აქ ქართული და უცხოური წიგნების დიდი არჩევანია, ,,დიოგენეს“ უამრავი წამახალისებელი აქცია აქვს მათთვის, ვინც აქ წიგნებს ხშირად ყიდულობს. ყოველი თვის ბოლოს ,,დიოგენე“ აწყობს აქციას სახელწოდებით: ,,მწვანე შაბათი’’, ყოველი თვის ბოლო შაბათს, მყიდველს რა რიცხვიც მოუწევს,- გამომცემლობა ,,დიოგენეს“ წიგნებზე იმდენპროცენტიან ფასდაკლებებს მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები