ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის პირველი ოფიციალური მიღება
საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი ერთ-ერთი უძველესი მუზეუმია საქართველოში. მუზეუმს დიდი ხნის მანძილზე ბევრი ისტორია გადახდა თავს და საბოლოოდ 2007 წელს ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით მუზეუმი სოლოლაკში, დადიანის 28 ში დამკვიდრდა. 2014 წლის რებრენდიგის შედეგად, პირველად დამთვარიელებელს საშუალება აქვს დაათვარიელოს მისი მუდმივი ექსპოზიცია (უნიკალური ფილიგრანის ვერცხლის კოლექცია, ქართული სამოსი მოჭიქული კერამიკა და სხვა) და დროებითი გამოფენების დარბაზი (კარლო სულაკაურის გადარჩენილი თოჯინების გამოფენა „ბომბორა“ და „სალამურას თავგადასავალი“) . 2014 წლის 18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა და პირველად მუზეუმი მეგობრებს ეპატიჟება განახლებული ექსპოზიციების გახსნაზე, 2104 წლის, მაისს 18:00 საათზე. მოწვეული იქნებიან „მუზეუმის მეგობრები“, საღამოს გააფორმებს ფოლკლორული ანსამბლი „აღსავალი“. გელით ქვევრის ღვინით, ნუგბარით, ქართული ხალხური ჰანგებითა და ტრადიციული სამოსით!