გერგეთის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აშენებული მაღაზია ხედს ვეღარ დაამახინჯებს

უკვე შვიდი წელია, რაც ყაზბეგში, გერგეთის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული შემინული შენობა საერთო ხედს ამახინჯებს, ,,კვირა“ დაინტერესდა, სამომავლოდ სიტუაციის გამოსასწორებლად კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო რაიმე ღონისძიებას თუ გეგმავს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ანთიძემ ,,კვირასთან“ საუბარში განაცხადა:
– გერგეთის სამების ტერიტორიაზე არსებული გალერეის შენობა, 7 წლის წინ, წინა ხელისუფლების დროსაა აშენებული. აქ, რამდენაც ვიცი, მაღაზია უნდა გაკეთებულიყო. შენობა, მართლაც, არ შეესაბამება გარემოს, სადაც ის არის. ჩვენ პატრიარქთან შეთანხმებით ამ საკითხის მოგვარებას აუცილებლად ვაპირებთ. შენობა არ მოინგრევა, მაგრამ მის რეაბილიტაციას აუცილებლად მოვახდენთ ისე, რომ მან საერთო ხედი არ დაამახინჯოს.
ამჟამად სწორედ პროექტირების პროცესში ვართ.
შეგახსენებთ, სტეფანწმინდაში არსებული სამონასტრო კომპლექსი გერგეთის ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, რომელიც ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს. კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი, სამრეკლო და საბჭეო, სადაც უხუცესთა საბჭო იკრიბებოდა. სამება ხევის უმთავრესი სალოცავი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები