ბოლნისში, პროექტ „პიანინოს“ ფარგლებში, დავით ალადაშვილმა კონცერტი გამართა

„პიანინო”,- ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც საზოგადოებას ახალგაზრდა პიანისტი, ჯულიარდის კონსერვატორიის კურსდამთავრებული, დავით ალადაშვილი და კომპანია „მაგთი” სთავაზობს.
დავით ალადაშვილმა, ბოლნისში მსმენელს, ცნობილი კლასიკური მუსიკის შემსრულებლების ნაწარმოებები შესთავაზა. კონცერტზე მსმენელისთვის ერთი ნაწარმოები ბოლნისელმა ოთარ ოჩხიკიძემაც დაუკრა.
კონცერტი ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის დასრულების შემდეგაც, ბავშვებს საჩუქრად სამახსოვრო მაისურები გადაეცათ.
კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით, კონცერტები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, 50-მდე ლოკაციაზე გაიმართება.

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები