ვაჟა – ფშაველა ფრანგულად თარგმნეს
მთარგმნელმა მანანა ბანძელაძემ ვაჟა – ფშაველას ლექსები ფრანგულად თარგმნა. წიგნის რედაქტორია სალომე ზურაბიშვილი, რომელიც წიგნის თარგმანშიც მონაწილეობდა. წიგნის გამოცემა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. პრეზენტაციაზე, რომელიც 16 მაისს, 19 საათზე, მწერალთა სახლი გაიმართება, გაიყიდება წიგნი და თანხა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრს გადაეცემა.