ეროვნული მუზეუმის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

  ეროვნული მუზეუმის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია, ტრადიციულად, მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქართველოს ეროვნული მუზეუმების კვირეულის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებას ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე გაუძღვა.
დამსწრე საზოგადოება გაეცნო 2013-2014 წლების მნიშვნელოვან მოვლენებს, მუზეუმის საერთაშორისო აღიარებებსა და მიღწევებს – წელს, საქართველოს ეროვნული მუზეუმი მსოფლიო სამუზეუმო ქსელის წევრი გახდა. ღონისძიებაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სამომავლო გეგმების პრეზენტაციაც გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები