ანგელა მერკელი: ევროპული მხრიდან ძალიან სწრაფ, ნაჩქარევ დაპირებებს ვერ მოგცემთ

ევროპული მხრიდან ძალიან სწრაფ, ნაჩქარევ დაპირებებს ვერ მოგცემთ, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

სტუდენტის კითხვა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას და აღნიშნულ საკითხზე ანგელა მერკელის პოზიციას ეხებოდა.

“ძალიან გახსნილად მინდა გითხრათ, რომ მიხარია და მხარს ვუჭერ საქართველოს ევროპულ ამბიციებს, ამიტომ არსებობს ასოცირების შეთანხმება, ამიტომ არსებობს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, მაგრამ ასევე ევროპული მხრიდან ძალიან სწრაფ, ნაჩქარევ დაპირებებს ვერ მოგცემთ. ეს ნიშნავს, რომ ერთი მხრივ ქვეყანა, რომელიც არის გაწევრიანების კანდიდატი, უნდა ასრულებდეს გარკვეულ წინაპირობებს და ევროკავშირს უნდა შესწევდეს უნარი ახალი ქვეყნების მიღების. დღესდღეობით, თქვენ იცით, რომ ევროკავშირის გაწევრიანების პროცესში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები გვყავს პერსპექტივაში. დიდი ბრიტანეთი სულ მალე დატოვებს ევროკავშირს, დარჩება 27 ქვეყანა, ბალკანეთის ქვეყნების ჩათვლით, ალბათ, 35 გახდება. ძალიან მოქნილი სტრუქტურა უნდა არსებობდეს, როგორ შეიძლება პოლიტიკის უფრო ძლიერად და კოორდინირებულად აწყობა, განსაკუთრებით, ევროპული უსაფრთხოების სივრცე, რადგან ძალიან რთულია, საშუალოდ, გრძელვადიანი პერსპექტივით რაღაც გადაწყვეტილების მიღება. საქართველო და უკრაინა იქნება შემდეგი რგოლი მათი გამოკვეთილი ევროპული პერსპექტივიდან გამომდინარე. ჯერჯერობით არ არის საუბარი გაწევრიანებაზე. მე ვერ ვიტყვი, რომ 5 წელიწადში ეს პროცესი დასრულდება, თუმცა ჩემი ვიზიტის მიზანია, მათ შორის ამაზე გახსნილად საუბარი”, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები