ირაკლი ფავლენიშვილი – „ლელოზე“: აღარ უნდა მოიაზრებოდნენ წინააღმდეგობის ძალებად და არ უნდა ეგონოთ, რომ 2-3 თვით ბრძოლის ღალატს ვაპატიებთ

აღარ უნდა მოიაზრებოდნენ წინააღმდეგობის ძალებად და არ უნდა ეგონოთ, რომ 2-3 თვით ბრძოლის ღალატს ვაპატიებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა პარტია „ლელოზე“ საუბრისას „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ „ლელოს“ ნაბიჯებთან დაკავშირებით მკაფიო განცხადებებს აკეთებდა და არავის უნდა ეგონოს, რომ 2-3 თვით ღალატი გამოუვა ან ეპატიება.

„ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვამბობდით, რომ ვინც პროტესტს უღალატებს, ვინც წინააღმდეგობას უღალატებს, შეიცვლის გაცხადებულ პოზიციას, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი აღარ არსებობს, არჩევნები და პარლამენტი აღარც არსებობს, რომ ჩვენ არ უნდა ვითანამშრომლოთ და წინააღმდეგობაა ერთადერთი ინსტრუმენტი და გზა ასეთი რეჟიმების დამარცხების. ყველა ასეთი ძალა იქნებოდა სისტემური ოპოზიციის გზაზე დამდგარი და აღარ იქნებოდა წინააღმდეგობის მონაწილე, ამიტომაც რუსთაველის პროსპექტზეც არაფერი აღარ ესაქმებათ ამ პოლიტიკურ აქტორებს საკუთარი პოზიციიდან გამომდინარე. მათ შორის, აღარ უნდა მოიაზრებოდნენ წინააღმდეგობის ძალებად და არ უნდა ეგონოთ, რომ 2-3 თვით ბრძოლის ღალატს ვაპატიებთ და თუნდაც 5 ოქტომბერს ყველაფერი შეიცვლება. ეს ხალხი ღალატობს საკუთარ ნათქვამ სიტყვებს“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები