ავთანდილ გულიკაშვილმა კახეთის რეგიონის ყოველწლიური ინოვაციური სასკოლო კონკურსი “Tech Sparks”-ის ფინალისტები დააჯილდოვა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა, კახეთის რეგიონის ყოველწლიური ინოვაციური სასკოლო კონკურსი “Tech Sparks”-ის ფინალისტები დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას, საგარეჯოს მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტში კახეთის რეგიონის მასშტაბით 32 საჯარო სკოლა იღებდა მონაწილეობას, მათ შორის, მონაწილეობდნენ – საგარეჯოს N1 და N4 საჯარო სკოლების მოსწავლეთა გუნდები.

მოსწავლეებმა ჟიურის წინაშე სტარტაპ-პროექტები წარადგინეს. გამარჯვებულ მონაწილეებს მუნიციპალიტეტის მერმა საჩუქრად ლეპტოპები გადასცა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ გულიკაშვილმა, ახალგაზრდებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა.

“მზად ვარ, ხელი შევუწყო პროექტებს, იდეებსა თუ კულტურულ ინიციატივებს, სადაც ახალგაზრდების ხედვა, ხმა და იდეა იქნება პრიორიტეტი. მადლობა, თითოეულ თქვენგანს აქტიური ჩართულობისათვის. მადლობა თქვენ ხელმძღვანელ პედაგოგებს, ფატი ჩხიკვიშვილსა და ქეთევან მამისაშვილს. მათი როლი უმნიშვნელოვანესია. გისურვებთ წარმატებებსა და წინსვლას,”- აღნიშნა ავთანდილ გულიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები