ისრაელმა სირიის სამხედრო შტაბ-ბინა და პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია დაბომბა

ისრაელმა სირიის პრეზიდენტის რეზიდენცია, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის შენობები დაბომბა.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ სირიის უსაფრთხოების წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სირიის თავდაცვის სამინისტროს შენობაზე თავდასხმა, სულ მცირე, ორი დრონით განხორციელდა.

კიდევ ერთი დარტყმა პრეზიდენტის სასახლის მახლობლად განხორციელდა, რომელიც სირიის დედაქალაქის გარეთ, მთებში მდებარეობს.

სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია, რომელიც სირიაში ბოლო დროს კონფლიქტების ფონზე მიმდინარე მოვლენებს აკვირდება, აცხადებს, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

როგორც მედია იუწყება, თავდასხმები მას შემდეგ განხორციელდა, რაც ისრაელმა პირობა დადო, რომ სირიაში საჰაერო დარტყმებს გააძლიერებდა, თუ მთავრობა სამხრეთ რაიონებიდან, სადაც ბოლო დროს დრუზებსა და ბედუინებს შორის სისხლიანი შეტაკებები მოხდა, თავის ძალებს არ გაიყვანდა.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ისრაელის ესკალაციის საჰაერო თავდასხმები დაგმო.

ასევე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა: „ჩვენ შევთანხმდით კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც ამ შემაშფოთებელ და საშინელ სიტუაციას დღეს საღამოს დაასრულებს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები