სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა დაკავებული ნინო დათაშვილი მოინახულეს

2025 წლის 27 ივნისს, 11 და 16 ივლისს, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ნინო დათაშვილი მოინახულეს.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრისას ნინო დათაშვილმა რწმუნებულებთან სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, რის შესახებაც, სახალხო დამცველის აპარატმა, რეაგირების მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტს მიმართა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები