“სტრასბურგმა გამოიტანა ქვეყნისთვის პოზიტიური გადაწყვეტილება, როცა ითქვა, რომ ქვეყნის კანონმდებლობა და ყველა შესაბამისი ინსტიტუცია შესატყვისობაშია მაღალ სტანდარტთან” – ქადაგიშვილი
“სტრასბურგმა გამოიტანა ქვეყნისთვის პოზიტიური გადაწყვეტილება, როცა ითქვა, რომ ქვეყნის კანონმდებლობა და ყველა შესაბამისი ინსტიტუცია შესატყვისობაშია მაღალ სტანდარტთან”, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს.
“გასცა რეკომენდაცია, რომ დამატებითი გამოძიება ჩატარდეს. კონკრეტულად ამ აქციის [20 ივნისის] დაშლის დროს, იმ მომენტში გამოყენებული ძალა იყო თუ არა რელევანტური. სწორედ სტრასბურგის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე იძიებს პროკურატურა ამ საკითხს“, – ამბობს დეპუტატი.