მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე სპექტაკლი “1945” დაიდგმება
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული თეატრის ახლად ამოქმედებულ ექსპერიმენტულ სცენაზე სპექტაკლი „1945“ დაიდგმება. სპექტაკლი პრემიერა თეატრალური პრემია „დურუჯის“ მფლობელის, რეჟისორის ნიკოლოზ საბაშვილისა და ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული თეატრის ერთობილივი ინოვაციური პროექტია. ამჟამად თეატრის რეპერტუარშია რეჟისორის ორი წარმოდგენა: „კლოუნადა“ და „ქაღალდის წვიმა“, რომელიც „დურუჯის“ გამარჯვებულია. პროექტი ინიცირებულია ნიკოლოზ საბაშვილის მიერ და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს „ქართული პროფესიული თეატრალური ხელოვნების განვითარების პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.