ივლისში ბათუმში ჯაზის მე-7 საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

  24-27 ივლისს ბათუმში მე-7 საერთაშორისო ჯაზფესტივალი გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია Eastern Promotion, რომელიც ჯაზფესტივალის ფარგლებში ბათუმელებს მრავალ სხვადასხვა საინტერესო კონცერტსა და გასართობ საღამოს სთავაზობს. ფესტივალის ორგანიზატორები ყოველწლიურად მსოფლიოში ცნობილ ჯაზის მომღერლებსა და ჯგუფებს იწვევენ.
შეგახსენებთ, ბათუმის ჯაზფესტივალი ტრადიციულად ივლისში 2007 წლიდან იმართება და სხვადასხვა ქვეყნის ჯაზის უამრავ მოყვარულს იზიდავს.
ფესტივალი აჭარის მთავრობის უშუალო მხარდაჭერით ტარდება. გასულ წელს ბათუმის ჯაზფესტივალს გრემის შვიდგზის მფლობელი ამერიკელი ჯაზმენი ელ ჯერო (Al Jarreau) სტუმრობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები