ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მოძრაობა აიკრძალა
ხანგრძლივი წვიმისა და უამინდობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე მოძრაობა კვლავ აკრძალულია.
როგორც „კვირას“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 24-კმ 52-კმ მონაკვეთზე ჩამოსულია მიწა-კლდის მასა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს თუშეთის მიმართულებით მოძრაობის აღდგენა.