გიორგი კეკელიძის ,,გურული დღიურები“ შემოდგომაზე გამოვა
მალე მწერალი გიორგი კეკელიძე დაასრულებს მუშაობას წიგნზე, რომელშიც მისი მოთხრობებია შესული, წიგნის სახელწოდებაა ,,გურული დღიურები“, რომელიც როგორც მწერალი აღნიშნავს, მისი პირველი პროზაული ექსპერიმენტია.
,,კვირა“ გიორგი კეკელიძეს დაუკავშირდა და მას მომავალი წიგნის შესახებ ინფორმაცია სთხოვა: – “გურული დღიურები“ დოკუმენტური ნაწარმოებია და 90-იანი წლების პერიოდს მოიცავს, როცა მე თბილისში ჩამოვედი. მასში, ძირითადად, გურიის სოფლებში: სურებსა და ნატანებში მომხდარი რეალური ამბებია მოთხრობილი. წიგნში წარმოდგენილი იქნება, ერთი მხრივ, იმ პერიოდის საქართველოში მომხდარი მოვლენების ანალიზი, მეორე მხრივ კი,- სახალისო გურული ისტორიები, რომლებიც მკითხველს ღიმილს მოგვრის. გიორგი კეკელიძის ,, გურული დღიურებს“ სპონსორი უკვე გამოუჩნდა და მას მკითხველი შემოდგომაზე იხილავს.