მერაბ თავაძის ფილმის,- ,,მე დავბრუნდები”, – ჩვენება
15 მაისს, 19:30-ზე, მწერალთა სახლში ნაჩვენები იქნება მერაბ თავაძის ფილმი ,,მე დავბრუნდები”. ფილმი ეძღვნება პოეტ მირზა გელოვანს, რომელიც 1944 წელს მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა. ფილმი ეკრანებზე 1982 წელს გამოვიდა – სიუჟეტი მოიცავს მირზა გელოვანის ცხოვრების პერიოდს თბილისში ჩამოსვლიდან სიკვდილამდე.
საღამოს ფილმის რეჟისორი მერაბ თავაძე გაუძღვება. ფილმის სცენარის ავტორები არიან: მერაბ თავაძე და იური კვაჭაძე, დამდგმელი ოპერატორია დავით სხირტლაძე, მხატვარი – ნიკოლოზ ყაზბეგი, ფილმის მუსიკა კომპოზიტორ ბიძინა კვერნაძეს ეკუთვნის.