,,საუნჯე“ გივი ჩიღვინაძის წიგნს „ხალხური დღეობა-დღესასწაულები და წეს-ჩვეულებები“ გამოსცემს
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გამომცემლობა ,,საუნჯე“ გივი ჩიღვინაძის წიგნს „ხალხური დღეობა-დღესასწაულები და წეს-ჩვეულებები“ გამოსცემს.
კრებულში წარმოდგენილი იქნება ბავშვებისთვის გასაგები და მიმზიდველი მხატვრული სახეებით აღწერილი ქართული ხალხური დღესასწაულები და ჩვეულებები, მათ შორის – ალილო, ახალი წლის შეხვედრის რიტუალები, ლამპრობა, ჩიტიფაფობა, ძეობა, ბერიკაობა, ყეენობა, ჭიაკოკონობა, ჭონა, ნადი, გონჯაობა, ლაზარობა, შუამთობა და სხვ. წიგნი მკითხველს ქართველი ხალხის ეთნიკურ თავისებურებებსა და წინაპართა ყოფა-ცხოვრების ისტორიას გააცნობს. პროექტი ინიცირებულია საგამომცემლო-სარეკლამო კომპანია „საუნჯის“ დირექტორის, ვაჟა წოწკოლაურის მიერ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფოლკლორის მხარდაჭერის ეროვნული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.