მსოფლიოს ლიდერების ათამდე ვიზიტი საქართველოში და მათი მნიშვნელობა

ბოლო რამდენიმე კვირაში საქართველოში ათამდე მსოფლიოს პირველი პირისა და მინისტრების ვიზიტი შედგა. ამასთან, მომდევნო თვეების განმავლობაში კიდევ რამდენიმე საერთაშორისო პოლიტიკური პერსონის ვიზიტია დაგეგმილი, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზოს საქართველოში 13 ივნისს ელოდებიან.
ქვეყანაში მსოფლიოს პირველი პირებისა და ლიდერების ვიზიტების მინიშვნელობის შესახებ „კვირას“ ექსპერტი ნიკა ჩიტაძე ესაუბრა.
ექსპერტის შესაფებით, ვიზიტები საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოებაში ეხმარება, ხოლო პრეზიდენტებისა და მინისტრების სტუმრობა ევროპული ქვეყნების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების არჩეული საგარეო კურსის მხარდაჭერას გამოხატავს.10308070_650241215066958_3453480842787516182_n
„ევროკავშირი პატივს სცემს დღევანდელი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელიც დეკლარაციის საფუძველზე არის პროდასავლური. ევროკავშირი საქართველოს სახელმწიფოს მხარს უჭერდა და დღესაც მხარს უჭერს. როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროკავშირის მაღალჩინოსნები, თურქეთის, აზერბაიჯანის პრეზიდენტები ჩამოდიან, ეს, რა საკვირველია, ნათლად მიანიშნებს, რომ დასავლეთის ინტერესი საქართველოს მიმართ განსაკუთრებულად დიდია“, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
ექსპერტი „კვირასთან“ საუბარში ევროპული ვიზიტების მნიშვენელობას საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის კონტექსტშიც აფასებს. მისი თქმით, ხელშეკრულებაზე ხელმოწერის წინა პერიოდში ევროპის ინტერესია, საქართველომ დასავლეთთან კარგი ურთიერთობა დაამყაროს და ხელი შეუწყონ მის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას.
„მოგეხსენებთა, რომ საქართველომ მოლდოვასთან ერთად ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას ხელი უნდა მოაწეროს. ამ ფონზე, ასევე რუსეთ-უკრაინის მოვლენების ფონზე პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ ევროკავშირის მხრიდან დაინტერესება იზრდება, რათა უკრაინის სცენარი არ გამეორდეს. მათი ინტერესია, საქართველომ დასავლეთთან დაამყაროს კარგი ურთიერთობა და ხელი შეუწყონ საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ სტრუქტურებში“, – აღნიშნავს ექსპერტი.
ნიკა ჩიტაძე საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის საქართველოში სტუმრობას გამოყოფს. ჩიტაძე იხსენებს, რომ საფრანგეთი საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის – MAP-ის მინიჭების წინააღმდეგი იყო. მისივე თქმით, ოლანდის ვიზიტის ფარგლებში საქართველოსთან გაფორმებულმა ხელშეკრულებებმა, შესაძლოა, საფრანგეთის პოზიციაზე დადებით გავლენას მოახდენს.1620946_284196658415281_3006857177317839843_n
„ვიზიტები, გარკვეულწილად, მხარდაჭერის გამომხატველია ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისითაც. საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტმა საქართველოში მოწერილი ხელშეკრულებების გათვალისწინებით საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ საფრანგეთის პოზიციაზე შესაძლოა, დადებითად იმოქმედოს. საფრანგეთი საქართველოს ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებას მხარს არ უჭერდა. თუ საფრანგეთი, მათ შორის გერმანია თავიანთ პოზიციას შეცვლიან, ეს, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე“, – განაცხადა ჩიტაძემ.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, დასავლეთი მიანიშნებს რუსეთს, რომ ის დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობის გაგრძელებით და მას ხელს უწყობს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციაში.
„ვიზიტები მეტყველებს როგორც რეგიონის, ისე საქართველოს მიმართ ინტერესზე. რუსეთსა და უკრაინას შორის განვითარებულმა მოვლენებმა თავისი გავლენა მოახდინა. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი სექტემბერში უნდა მოსწეროდა, შემდეგ გადმოიტანეს აგვისტოში და ახლა – ივნისში. ეს ევროკავშირის ინიციატივა იყო. ევროკავშირი ნათლად აცმნობიერებს, რომ კავკასიის სამი სახელმწიფოდან მხოლოდ საქართველოს სურს, ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას ევროპასთან ასოცირების შესახებ. ოლანდის ვიზიტი აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში ადასტურებს, რომ ევროკავშირს და მათ შორის საფრანგეთს გააჩნია თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონში. დასავლეთი დაინტერესებულია, რომ სოხეთმა და აზერბაიჯანმა საქართველოს მიბაძონ. ამ შემთხვევაში მიმდინარეობს გეოპოლიტიკური ჭიდილი პოსტსაბჭოთა სივრცეზე, რაც გამოიხატება უკრაინასთან და საქართველოსთან ურთიერთობაშიც. დასავლეთი, მართალაც, მიანიშნებს რუსეთს, რომ ის დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობის გაგრძელებით, დაინტერესებულია იმით, რომ საქართველოს ხელი შეუწყოს ევროალტანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციაში“, – განაცხადა ექსპერტმა.10376292_650591521698594_8159460490752200935_n
ექსპერტი 2008 წლის შემდეგ საქართველოში ჩამოსულ მასოფლიოს სხვა ლიდერებსაც იხსენებს. მისი თქმით, 2008 წლის შემდეგ საქართველოს რამდენიმე ათეული მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა ეწვია. მაგალითად, 2009 წელს ქვეყანას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, თურეთის, აზერბაიჯანის, სოხეთის პრეზიდენტები და ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო პლიტიკური უსაფრთხოების საკითხებში ქეთრინ ეშტონის ვიზიტი. გარად ამისა, შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბოლო რამდენიმე კვირაში ეწვივნენ: დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგი, ევროსაბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფარანკ ვალტერ შტაინმაიერი და საფრანგეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის პრეზიდენტები – ფრანსუა ოლანდი, ილჰამ ალიევი, აბდულა გიული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები