პროფესორ ვანო ნასიძის 50 წლისთავს სხდომა მიეძღვნა

15 მაისს, 15 საათზე, დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, გენეტიკოსისა და ანთროპოლოგის პროფესორ ვანო ნასიძის დაბადებიდან 50 წლისთავისადმი მიძღვნილი სხდომა გაიმართება. სხდომაზე ვანო ნასიძის სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ თემით წარდგება აკადემიკოსი თენგიზ ბერიძე, მეცნიერის მოღვაწეობაზე ლაიპციგის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტში მოღვაწეობის შესახებ ლაიპციგელი პროფესორი მარკ სტონეკინგი ისაუბრებს.
სხდომაზე ასევე გამოვლენ პროფესორები: მანფრედ კაიზერი, თეიმურაზ ლეჟავა, დავით თარხნიშვილი და რამაზ შენგელია. კოლეგები და სტუმრები გაიხსენებენ ქართველი მეცნიერის საქმიანობისა და ცხოვრების გამორჩეულ მომენტებს. შეგახსენებთ, პროფესორმა ვანო ნასიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი გენეტიკის სპეციალობით დაამთავრა, 1984-1986 წლებში კი,- მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე, ანთროპოლოგიის კათედრაზე სწავლობდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თემაზე: “ადამიანის კავკასიური პოპულაციების გენეტიკური მრავალფეროვნება“. ბოლოს, 2008 წელს იგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები