სამებაში ბერი ერმოლაოსის წიგნი ”სიცოცხლე ჩემთვის ქრისტეა“ წარადგინეს
გუშინ სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ბერი ერმოლაოსის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ბერის ერმოლაოსის (ჭეჟია) ახალი წიგნის სახელიად „სიცოცხლე ჩემთვის ქრისტეა”. წიგნის რედაქტორია მწერალი, თეოლოგი ხათუნა გოგია.
საღამოს ესწრებოდნენ და სიტყვით გამოვიდნენ: მამა გურამ ოთხოზორიფ – დიდი დიღმის, წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური; დეკანოზი პეტრე კვარაცხელია, სვეტიცხოვლის ტაძრის მოძღვარი გიორგი ტიგინაშვილი, ფილოლოგი, ჟურნალ “კარიბჭის” მთავარი რედაქტორი თამარ მამაცაშვილი და სხვ.
საღამოზე ნაჩვენები იყო ვიდეორგოლები ათონის მთის შესახებ. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ბოლნისის, იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლის მოსწავლეები (ხელმძღვანელი ნინო დევნოზაშვილი) და ანსამბლ “რუსთავის“ სოლისტი დავით გველესიანი. საღამოს უძღვებოდა პოეტი გიორგი კახიძე (ბუნდოვანი). საღამოზე გაყიდული წიგნებიდან შემოსული თანხა თბილისში “ათონელ წმინდანთა სახელობის” ტაძრის მშენებლობის დაწყებას მოხმარდება.