ივანე მაჭავარიანი: ციფრული ეკონომიკის განვითარებაში ფინანსთა სამინისტრო იქნება ერთ-ერთი წამყვანი უწყება

ციფრული ეკონომიკის განვითარებაში ფინანსთა სამინისტრო იქნება ერთ-ერთი წამყვანი უწყება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს, მთავრობის განახლებული შემადგენლობის წარდგენისას განაცხადა. მან მადლობა გადაუხადა ქვეყნის პრემიერმინისტრს და მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის და ისაუბრა დაგეგმილ რეფორმებსა და პრიორიტეტებზე, იმ როლზე, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო შეასრულებს ციფრული ეკონომიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით.

„ფინანსთა სამინისტრო წამყვან როლს შეასრულებს იმ რეფორმების განხორციელებაში, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. პირველ რიგში, ეს არის მცირე მთავრობის კონცეფციის დანერგვა და ეკონომიკის ინკლუზიურობა.  პირველი, რასაკვირველია, ხარჯების შემცირებასთან ერთად, პროცესების ოპტიმიზაციას და ბიუროკრატიის შემცირებას ნიშნავს. ეს დღევანდელ დღეს, პრაქტიკულად, შეუძლებელია პროცესების გაციფრულების გარეშე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ფინანსთა სამინისტრო ერთ-ერთი წამყვანი უწყება იქნება ამ პროცესში”, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ასევე, ისაუბრა ეკონომიკის ინკლუზიურობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროს პრიორიტეტებში ამ მიმართულებითაც დაგეგმილია ინიციატივები.

„რაც შეეხება ეკონომიკის ინკლუზიურობას, პრიორიტეტი, რომელიც მთავრობის და პრემიერ-მინისტრის მხრიდან არის გაცხადებული, თავის თავში მოიცავს ყველა იმ სიკეთის, რომელიც დღეს ჩვენ გაგვაჩნია, უფრო სამართლიან განაწილებას და პრაქტიკულად თითოეულ მოსახლემდე მიტანას. ეს მიმართულებაც რასაკვირველია, აისახება ფინანსთა სამინისტროს პრიორიტეტებში და თქვენ მალე გექნებათ შესაძლებლობა, იხილოთ ის ინიციატივები, რომლებიც ამ კუთხით იქნება წარმოდგენილი. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა,  ყველ რეფორმა 2018-2019 წლებში დაინერგება.  რეფორმების ნაწილი უკვე დაწყებულია და 2019 წლის ბოლომდე, ძირითადად, ჩაშვებული უნდა იყოს ეს პროცესები და ზოგიერთი დამთავრებულიც”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა.“ფინანსთა სამინისტრო წამყვან როლს შეასრულებს სამთავრობო რეფორმების განხორციელებაში“, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრად წარდგენილმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანის თქმით, სამინისტრო ციფრულ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში წამყვან როლს შეასრულებს.
„ეს, დიდ პატივთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაა. ფინანსთა სამინისტრო წამყვან როლს შეასრულებს იმ რეფორმების განხორციელებაში, რაც მოისმინეთ. ეს, პირველ რიგში, არის მცირე მთავრობის კონცეფციის დანერგვა და ეკონომიკის ინკლუზიურობა. პირველი, ხარჯების შემცირებასთან ერთად, რასაკვირველია, პროცესებისა და ბიუროკრატიის შემცირებას ნიშნავს და ეს დღეს პრაქტიკულად შეუძლებელია გაციფრულების გარეშე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს სამინისტრო ერთ-ერთი წამყვან როლს შეასრულებს ამ პროცესებში“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ივანე მაჭავარიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები