ირაკლი ქადაგიშვილი: გახარია პრემიერ-მინისტრობის თანამდებობიდან გადადგა ფორმალურად ნიკა მელიას გამო
„გახარია არის მუდმივი ცრუპენტელობის რეჟიმში,“ – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ანა წითლიძის განცხადებაზე საკრებულოებში „ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიას პარტიის კოალიციების შესახებ საუბრისას განაცხადა.
„პრემიერ-მინისტრობის თანამდებობიდან გადადგა ფორმალურად ნიკა მელიას გამო და შემდეგ, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობას“ უმრავლესობა რომ ჰქონოდა, რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოში მათთან გააფორმეს კოალიცია და საკრებულოში კოალიციური მმართველობა ჰქონდათ. მათ გადაინაწილეს საკრებულოებში თანამდებობები და კოალიციურად იღებდნენ გადაწყვეტილებებს“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, გახარიასთან ერთად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მუნიციპალიტეტებში კონკრეტული კოალიციები შექმნა, მაშინ, როდესაც გიორგი გახარია ფაქტს დიდი ხანია უარყოფს.