თბილისის ქუჩებში მორეცხვის სამუშაოები ყოველდღიურად მიმდინარეობს
დედაქალაქში ქუჩების სპეცტექნიკით მორეცხვა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ამჯერად ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მოირეცხა გზის სავალი ნაწილი, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი კონტეინერები და მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებები.
სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა.
„თბილისის ათივე რაიონში აქტიურად ვაგრძელებთ გზების მორეცხვას. ყოველდღიურად კონკრეტული ქუჩები ირეცხება. ურნები და მიწისქვეშა გადასასვლელები, გრაფიკის მიხედვით, მთელი წლის განმავლობაში ირეცხება, თუმცა ზაფხულის სეზონის დადგომისთანავე ინტენსიურ რეჟიმში ხდება გზების მორეცხვა“, – აღნიშნა გიორგი პაპავამ.
ცოტნე დადიანის ქუჩაზე მიმდინარე მორეცხვის სამუშაოებში ჩართული იყო „თბილსერვის ჯგუფის“ 30 თანამშრომელი და 18 ერთეული სპეცმანქანა.