ბადრი ჯაფარიძე: ჩვენ ვეთანხმებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ 4 ოქტომბერს არჩევნები არ ტარდება – ეს არის ბრძოლის ველი, სადაც ქართველ ხალხთან ერთად ბრძოლით შესვლა გადავწყვიტეთ
,,ჩვენ ვეთანხმებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ 4 ოქტომბერს არჩევნები არ ტარდება! – ეს არის ბრძოლის ველი, სადაც ქართველ ხალხთან ერთად ბრძოლით შესვლა გადავწყვიტეთ”,- ამის შესახებ ,,ლელო საქართველოსთვის” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე, სოციალურ ქსელში წერს.
,,რაც შეეხება ბოიკოტს, ჩვენი პოზიციაც ეს იყო და ამიტომ სრულიად ვეთანხმებით მას, რომ ბოიკოტი ავტორიტარული რეჟიმების დროს წინასწარ განწირულია მარცხისთვის და ვერ შედგება.
მე და ჩემი გუნდი, ყოველთვის ვიყავით ერთობის არათუ მომხრე, არამედ ინიციატორები და დღესაც, ვრჩებით ერთობის გულშემატკივრებად.
აქვე, კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ საპროტესტო საზოგადოებას ჩვენს მხარდაჭერას და როგორც ყოველთვის, მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ პროტესტის გაძლიერებაში.
სტატუს-კვო ევროპარლამენტმა არაერთხელ მოგვიწოდა გაერთიანებისკენ და ამ შესაძლებლობის გამოყენებისკენ. ვეთანხმებით, რომ საარჩევნო გარემო არის გაუარესებული, გამოწვევებით სავსე, პოლიტიკური ლიდერების უმრავლესობა პატიმარობაშია. იმისათვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეინარჩუნოს სტატუს-კვო, საჭიროა უკომპრომისო ბრძოლა!”,- წერს ბადრი ჯაფარიძე.