ამბროლაურში ავტომობილი არასრულწლოვანს დაეჯახა

ამბროლაურში მსუბუქი ავტომობილი არასრულწლოვანს დაეჯახა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში კონტაქტურ მდგომარეობაში გადაიყვანა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები