რუბიო ლავროვთან შეხვედრის შემდეგ: რუსეთმა აშშ-ს ომისადმი ახალი მიდგომა შესთავაზა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, მათ შეხვედრაზე რუსეთ-უკრაინის ომისადმი „ახალი და განსხვავებული მიდგომა“ შესთავაზა.
„მე ამას მშვიდობის გარანტიას არ დავარქმევდი, მაგრამ ეს არის კონცეფცია, რომელსაც დღეს პრეზიდენტს გადავცემ“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
რუბიოს თქმით, მას ლავროვთან „გულწრფელი და მნიშვნელოვანი საუბარი“ ჰქონდა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონისთვის საჭიროა, უკრაინაში ომის დასრულებისთვის გზამკვლევი დაინახოს.
„ჩვენ გვესმის, რომ ამ ყველაფერს დრო და მოთმინება სჭირდება, მაგრამ იმედგაცრუებულები ვართ, რომ ამ დრომდე მეტი პროგრესი არ არის მიღწეული“, – დასძინა მან.