გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქუტის მოწყობა დაიწყო

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას, გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე უკვე მოეწყო სანიაღვრე არხები და დაიგო ასფალტის პირველი ფენა.

„პროექტის მიხედვით მოეწყობა 1500 მეტრამდე გზის საფარი, სანიაღვრე არხი, ასევე მიერთებები და ეზოებში შესასვლელები. დაგეგმილია გზის მონიშვნების მოწყობა და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი ფონდისა და გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება,“- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები