ტეხასის შტატში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება – სამაშველო ჯგუფები დაკარგული ადამიანების ძებნას აგრძელებენ
ტეხასში, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 120-მდე გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით დაღუპულთაგან 36 ბავშვია, მათი უმრავლესობა ბანაკ Camp Mystic-ის დამსვენებელი იყო.
კერის ოლქის შერიფმა, ლარი ლეითამ განაცხადა, რომ მხოლოდ კერის ოლქში დაკარგულად 161 ადამიანი ითვლება.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 320 კილომეტრის ტერიტორიაზე დაკარგულების მოსაძებნად 2100-მდე ადამიანია მობილიზებული, მათ შორის მექსიკიდან ჩამოსული მეხანძრეები.
პრეზიდენტმა ტრამპმა აბოტის მოთხოვნით ხელი მოაწერა ფედერალურ კატასტროფის გამოცხადებას, რამაც ფედერალურ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საშუალება მისცა, ადგილობრივი სამაშველო და აღდგენითი სამუშაოების მხარდასაჭერად საკუთარი ჯგუფები გაგზავნოს.