თეა წულუკიანი: სამწუხაროა, როცა ირინა ენუქიძის ადვოკატი კანდიდატურას ადეიშვილის მოადგილესთან კონსულტაციის შედეგად ხსნის

​საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, სამწუხაროა, როდესაც ირინა ენუქიძის ადვოკატმა შალვა შავგულიძემ კანდიდატურა, ზურაბ ადეიშვილის ყოფილი მოადგილის, ოთარ კახიძის კონსულტაციის შედეგად მოხსნა.
შესაბამისი კომენტარი წულუკიანმა ჟურნალისტებთან გააკეთა.
“როდესაც პოლიტიკური პარტია და ადეიშვილის მოადგილე აყენებს კანდიდატურად შალვა შავგულიძეს, ირინა ენუქიძის ადვოკატს, ჩემს ყოფილ თანამებრძოლს და შალვა შავგულიძე, ირინა ენუქიძის ადვოკატი, ხსნის თავის კანდიდატურას ადეიშვილის მოადგილის კონსულტაციის საფუძველზე, ეს რა შეიძლება იყო თუ არა სამწუხარო და დასანანი, ასეთი იყო საბჭოს მოსაზრებაც”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საპროკურორო საბჭოს წევრმა, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, ოთარ კახიძემ საპროკურორო საბჭოს სხდომა დატოვა. კახიძე მოითხოვდა, საბჭოს დღევანდელი სხდომა მედიისთვის ღია ყოფილიყო, თუმცა საბჭომ მისი პოზიცია არ გაიზიარა. ამასთან კახიძემ აღნიშნა, რომ შალვა შავგულიძე კანდიდატურის მოხსნას აპირებდა. აღნიშნულიდან მალევე მთავარი პროკურორის თანამდებობაზე პარტია „ევროპული საქართველოს“ მიერ დასახელებულმა შალვა შავგულიძემ კანდიდატურა მოხსნა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორის პოსტზე შალვა თადუმაძის კანდიდატურა შეარჩია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები