რატი იონათამიშვილი – ოპოზიციაზე: ძალიან დახლართულები არიან და როგორც ჩანს, მათი პატრონებიც ისევე დაიხლართნენ ამ ყველაფერში როგორც ესენი
ძალიან დახლართულები არიან და როგორც ჩანს, მათი პატრონებიც ისევე დაიხლართნენ ამ ყველაფერში როგორც ესენი, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის გეგმაზე საუბრისას განაცხადა.
„ძალიან დახლართულები არიან და როგორც ჩანს, მათი პატრონებიც ისევე დაიხლართნენ ამ ყველაფერში როგორც ესენი. რაც არ სცადეს, არაფერი გამოუვიდათ – არც პატრონებს, არც მათ ყმებს რადიკალური ოპოზიციის სახით“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.