ნანა ხუნჯუა: გვქონდა ბევრი შეკითხვა შალვა შავგულიძესთან, თუმცა მან მოხსნა საკუთარი კანდიდატურა

საპროკურორო საბჭოს წევრის, ნანა ხუნჯუას განცხადებით, სამწუხაროა, რომ საბჭოს არჩევანის გაკეთება მთავარი პროკურორობის ორ კანდიდატს -ნინო გოგნიაშვილსა და შალვა თადუმაძეს შორის მოუწია.

„დასანანია, რომ ჩვენ ორ კანდიდატურას შორის მოგვიწია არჩევანის გაკეთება. გვქონდა სურვილი, მოგვესმინა შალვა შავგულისძისთვის,გვქონდა ბევრი შეკითხვა, თუმცა მან მოხსნა კანდიდატურა და საბოლოო ჯამში ჩვენ მოგვიწია ორ კანდიდატს შორის არჩევანის გაკეთება“,-აღნიშნა საპროკურორო საბჭოს წევრმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შალვა თადუმაძე საპროკურორო საბჭომ ხმათა უმრავლესობით მთავარი პროკურორის პოსტზე შეარჩია. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ მთავარი პროკურორობის კანდიდატების წარდგენა. გამოვლენილი 18 კანდიდატიდან საპროკურორო საბჭოს ნინო გოგნიაშვილის, შალვა თადუმაძისა შალვა შავგულიძის კანდიდატურა წარედგინა. თუმცა, საბჭომ ორი კანდიდატურიდან შეარჩია მთავარი პროკურორის პოსტზე შალვა თადუმაძე, ვინაიდან შალვა შავგულიძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი თანხმობის მისაღებად საქართველოს მთავრობას წარუდგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები