მამუკა მდინარაძე: „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ აქამდეც ერთ მხარეს იყვნენ

ფრაქცია ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ ისინი აქამდე იდეოლოგიურად და პოლიტიკურად ერთ მხარეს იყვნენ.

„ნაციონალური მოძრაობა“ უკვე დიდი ხანია, დაშვებულია პოლიტიკურ დაღმართზე. მას აქვს ძალიან რეიტინგული და პროფესიონალებით დაკომპლექტებული ტელევიზია, მაგრამ ესეც არ შველის. როგორც ჩანს, „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს ეს აღქმა არ გააჩნიათ. პრინციპში, გასაკვირი არაფერია, რადგან ისინი რეალურად იდეოლოგიურად და პოლიტიკურად აქამდეც ერთ მხარეს იყვნენ, ოღონდ თავი ვერ შეიკავეს და კიდევ ერთხელ ეს იურიდიულად გააფორმეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისათვის, „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა ბრიუსელში სამპუნქტიანი შეთანხმება გააფორმეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები