შატილის რეაბილიტაციისა და მუცოს გადარჩენის პროექტები

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების ისტორიულ სოფლებში არსებული კომპლექსური ძეგლების რეაბილიტაციის მიზნით, ერთდროულად სამ მასშტაბურ პროექტზე მუშაობს. დართლოს საპროექტო დოკუმენტაციაზე უკვე დასრულებულია მუშაობა. მიმდინარე წელს მომზადდება შატილის სრული რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაცია და 2008 წელს მუცოს გადარჩენისთვის მომზადებული პროექტის კორექტირება განხორციელდება. საპროექტო დოკუმენტაციები საფუძვლად დაედება აღნიშნული კომპლექსების სრული რეაბილიტაციის პროცესს. შეგახსენებთ, შატილში ყველაზე რთულ მდგომარეობაში არსებული რამდენიმე ავარიული კოშკი უკვე აღდგენილია. პროექტი 2012-2013 წლებში განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები