თბილისში ჯამბაკურ-ორბელიანების ცხოვრების ამსახველი ფოტოგამოფენა გაიმართება

14 მაისს, 17 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოფენო დარბაზში ჯამბაკურ-ორბელიანების ცხოვრების ამსახველი ფოტოების გამოფენა მოეწყობა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი დაესწრება.
ფოტოგამოფენა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში 25 მაისამდე გასტანს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ჯამბაკურ-ორბელიანთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი 55 ტილოზე დაბეჭდილი ფოტოსურათი. გამოფენის დასრულების შემდეგ ნამუშევრები ჯამბაკურ-ორბელიანთა სასახლე-მუზეუმის საექსპონატო ფონდს გადაეცემა. ღონისძიებაზე კასპის მუნიციპალიტეტის მუზეუმების გაერთიანების მიერ გამოცემული საინფორმაციო გზამკვლევის პრეზენტაციაც შედგება, რომელშიც თავმოყრილია ინფორმაცია ჯამბაკურ-ორბელიანების მოღვაწეობისა და ჯამბაკურ-ორბელიანთა სასახლე-მუზეუმის შესახებ. ფოტოგამოფენის ორგანიზატორია კასპის მუნიციპალიტეტის მუზეუმების გაერთიანება და ლამისყანის ჯამბაკურ-ორბელიანთა სასახლე-მუზეუმი. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად ღონისძიების მხარდამჭერია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები