”სიმინდის კუნძულის” სამუშაო ვერსიის დახურული ჩვენება გაიმართება
13 მაისს, კინოთეატრ “ამირანში“ რეჟისორ გიორგი ოვაშვილის მხატვრული ფილმის „სიმინდის კუნძულის“ სამუშაო ვერსიის დახურული ჩვენება გაიმართა. კინოჩვენებას ესწრებოდნენ: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე და ფილმის რეჟისორი გიორგი ოვაშვილი.
შეგახსენებთ, ფილმი აფხაზი გოგონასა და ქართველი ყმაწვილის სიყვარულზეა. ფილმის სცენარის ავტორები არიან: ნუგზარ შატაიძე, გიორგი ოვაშვილი, რულოფ იან მინებო, ოპერატორი: ელემერ რაგალი. ფილმის პროდიუსერი: ნინო დევდარიანი, გიიომ დესეი, აიკე გორეჩკა, კარლა სტოიაკოვა, საინ გაბდულინი.რეჟისორის განცხადებით, ფილმის “გაღმა ნაპირი” გადაღების შემდეგ გადაწყდა ამ ფილმის ახალ სცენარსა და საიუჟეტზე ეფიქრათ. “სიმინდის კუნძულის” სცენარი მწერალ ნუგზარ შატაიძეს დაუმთავრებელი დარჩა, მასზე მუშაობის დროს ფილმის შემოქმედებით ჯგუფს ჰოლანდიელი სცენარისტი,- რულოფ იან მინებო შემოუერთდა. საბოლოოდ, ამ სცენარმა სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის ევროპის საბჭოს კინოს განვითარების ფონდიდან შეძლო დაფინანსების მოპოვება.