ანრი ოხანაშვილი სერგი რატიანს: ბატონო სერგი, პირადად თქვენ, გუშინ დაიწყეთ კუპრავას ადვოკატირება
ბატონო სერგი, პირადად თქვენ, გუშინ დაიწყეთ კუპრავას ადვოკატირება,- ასე მიმართა “ქართული ოცნების” დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა ხორავას ქუჩის საქმის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს სერგი რატიანს და
მე მას ვკითხე იყო თუ არა იურისტი- მითხრა ვარ იურისტიო.
ვკითხე იყო თუ არა სისხლის სამართლის სპეციალისტი- მითხრა ვარო.
შემდგომ ვკითხე, თქვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, თქვენს ხელთ არსებული მოკვლევით, ხომ აწარმოებდით მოკვლევას და გამოძიებას-მეთქი – მითხრა კი, ვაწარმოებდიო.
ამ ყველაფრის საფუძველზე მიეცით კონკრეტულ საკითხს შეფასება-მეთქი. აქ ამ დროს თქვენ დაიწყეთ იმის გამართლება, რომ მას შეუძლია თურმე ასეთი შეფასებები არ გააკეთოს. დაიწყეთ მისი ადვოკატირება და დღეს რა გააკეთეთ თქვენ და თქვენმა კოლეგებმა: ასევე სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს, რომელსაც უნდა ჰქონდეს იურიდიული კვალიფიკაცია, დაუწყეთ შეფასებების გაკეთება გამომძიებელს, რომელსაც პირველ რიგში კი არ ეკისრება შეფასებები, ეს ეკისრება პროკურატურას. კუპრავას შემთხვევაში, რომელიც ასევე იურისტია და სისხლის სამართლის სპეციალისტია, მას დაუწყეთ ადვოკატირება, რაზეც მე გუშინ მითხარით, რომ არასწორიაო. თქვენ დღეს ეს გააკეთეთ. ამ ყველაფრის საფუძველზე კიდევ ერთხელ ძალიან გთხოვთ, მიდგომა იყოს ერთი. თუ ჩვენ ვთხოვთ პასუხებს, უნდა მოვითხოვოთ პასუხები, მათ შორის ინფორმაციაზე დაყრდნობით შეფასებაც უნდა მოვთხოვოთ,- განაცხადა ოხანაშვილმა.