მამუკა მდინარაძე საგამოძიებო კომისიის ოპოზიციონერ წევრებს აკრიტიკებს: კითხვები, რომელიც საქმესთან დაკავშირებით ისმევა შეურაცხმყოფელია და პოლიციის იმიჯს აზიანებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ ხორავას ქუჩის საქმის საგამოძიებო კომისიის წევრი ოთარ კახიძე გააკრიტიკა და განაცხადა, რომ კითხვები, რომელის საქმესთან დაკავშირებით ისმევა შეურაცხმყოფელია და პოლიციის იმიჯს აზიანებს.
მდინარაძემ დროებითი საგამოძიებო კომისიის ოპოზიციონერ წევრებს “თამაშის წესების” ჩამოყალიბებისკენ მოუწოდა.
“რამდენიმე წუთი არ ვიყავი აქ, რაღაც შეხვედრა მქონდა ჩემს სამუშაო ოთახში და ტელევიზორით მომიწია პირველად ამ კომისიისთვის თვალის დევნება და რაღაც მომენტები დავიჭირე. რაღაც ემოციები გულწრფელად გითხრათ უფრო გამიმძაფრდა. აქ რამდენიმე კითხვა დაისვა , ოთარს ვუსმენდი და ქალბატონ ელენესაც, კითხვება უსვამდა პოლიციელებს და მინდა გთხოვოთ რაღაცა თამაშის წესებზე კიდევ ერთხელ ჩამოვყალიბდეთ. მათ შორის, წეღანაც ვახსენე, ალბათ არ ისმოდა ჩვენს კამათში ოთარ, ერთდაიგივე კითხვების გამეორება ოღონდ უფრო გაბრაზებული სახით, შეურაცხყოფის ფონზე, რომელსაც თქვენ აყენებთ პოლიციელს, პირდაპირ გეუბნებით პოლიციის იმიჯს აზიანებს ძალიან და არა მხოლოდ პოლიციის, ჩვენს იმიჯსაც ძალიან აზიანებს და ძალიან გთხოვთ, რომ შევთანხმდეთ, დავუსვათ კითხვები და მოვისმინოთ პასუხები და არა რაღაც მათ ემოციებზე, დაბნევაზე და პუბლიკაზე ვითამაშოთ. ეს პირველი თხოვნა ჩემი. მეორე – აქ წეღან ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩავიწერე სპეციალურად – თქვენ ბატონო ოთარ, ჩვენ, გვისმენს არა მხოლოდ ჩვეულებრივი სამოქალაქო საზოგადოება, მათი ისეთი წარმომადგენლები, რომლებიც პრაქტიკოსები არიან, იურისტები არიან და სრული სერიოზულობით უსვამთ შეკითხვას პოლიციელს, მათ შორის ახლა ბოლოდან, რომ დავიწყოთ, რა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება ჩაატარეთ, ღია ეთერში და ელოდებით პასუხს. მეორე, თქვენ დაუსვით ასეთი შეკითხვა – ფარულ საგამოძიებო მოქმედებაშიო ამბობდაო მ.კ. თუ ვიღაც, არ ვიცი, არ აქვს მნიშვნელობა, ამბობდა ფრულში შემდეგში ბრალდებული და მსჯავრდებული და ამაზე რატომ არ ჩაატარეთ ამოცნობაო, ფარულ ჩანაწერში ადამიანი რაღაცას ამბობდაო და მასთან რატომ არ ჩაატარეთ ამოცნობაო, ეს საგამოძიებო მოქმედებაო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას კომენტარი არ უნდა, ახლა თუ ვინმე გვისმენს, ნებისმიერ დამწყებ იურისტს, გვერდზე მჯდომს კითხონ რაშია საქმე და რა არის ამაში ისეთი, რამაც მე გამანცვიფრა და გამაკვირვა. კიდევ ერთხელ, შევჯერდეთ პროცედურებზე, შევჯერდეთ წესებზე, რომ არ მივაყენოთ ამ ხალხს შეურაცხყოფა , ვინც აქ მოდის, არ დავაზიანოთ არც უწყებების, არც ჩვენი და არავის იმიჯი,- განაცხადა მდინარაძემ.